თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები
ტრენინგ-კურსებში მონაწილე 120 ახალგაზრდას სერტიფიკატი გადაეცა
2018 წლის 19 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“, არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში, ტრენინგ-კურსებში მონაწილე 120 ახალგაზრდას სერტიფიკატები გადაეცა.
სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძე,ქ. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ქ. თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტრენინგი თემაზე „დროის მართვა“
2018 წლის 19 და 20 ივნისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „დროის მართვა“.
ტრენინგი თემაზე: „პიროვნული განვითარება“
2018 წლის 15, 16 ივნისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პიროვნული განვითარება“ ტრენინგებს უძღვებოდა თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის www.trainers.ge ტრენერი: სოფო ქვარცხავა
ტრენერები