თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან

14.05.2018
2018 წლის 11 მაისს 13:00 სთ-ზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ ინიციატივით საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების დირექტორმა კახა აბულაძემ სტუდენტებს გააცნო ცენტრის მიერ დაგეგმილი, მიმდინარე პროგრამები და ელექტრონული სერვისები. ინტერაქტიულ შეხვედრაზე ახალგაზრდებისთვის საინტერესო არაერთ საკითხს დაეთმო ყურადღება: არაფორმალური განათლება, ახალგაზრდული ბანაკები, ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, თავისუფალი დროის სწორი მართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ახალგაზრდული პორტალი. 
შეხვედრის დასასრულს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „საზოგადოებრივი კოლეჯ ორიენტირსა“ და „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებას“ შორის.
« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili